დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის პრემიერმინისტრობისთვის ბრძოლას სამი კანდიდატი გააგრძელებს

FINANCIAL TIMES

დღეს, 19 ივლისს, დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობისა და პრერმიერმინისტრობის თანამდებობაზე კენჭისყრის მე-4 ტური გაიმართა, რის შედეგადაც შეჯიბრს კემი ბეიდნოკი გამოეთიშა

წინა რაუნდების მსგავსად, პირველ ადგილზე კვლავ ყოფილი ფინანსთა მინისტრი, რიში სუნაკია. მას მხარი 118-მა დეპუტატმა დაუჭირა. მეორე ადგილზე, 92 ხმით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, პენი მორდონტია, ხოლო მესამე ადგილს მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ თრასი 86 ხმით იკავებს. 

ხვალ, 20 ივლისს კენჭსყრის მე-5 ტური ჩატარდება, რის შედეგადაც კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობისა და პრემიერმინისტრობისთვის ბრძოლას მხოლოდ ორი მათგანი გააგრძელებს. 

ბოლო ტურში კონსერვატიული პარტიის 200 000 წევრი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხმას საკუთარ კანდიდატს მისცემს. დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. 

კომენტარები