რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დნიპროზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ დნიპროზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. მაშველებმა მეოთხე მსხვერპლის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს

"სამრეწველო საწარმოში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა. მტრის თავდასხმას ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თექვსმეტი დაშავდა. შვიდი მათგანი ახლა საავადმყოფოშია". - წერს ვალენტინ რეზნიჩენკო. 

რეზნიჩენკომ დამატებით აღნიშნა, რომ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა სამ დღეში საწარმოში 325 ტონაზე მეტი დანგრეული ლითონის კონსტრუქცია დაშალეს.

კომენტარები