რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: ევროკავშირს საგარეო პოლიტიკაში ეროვნული ვეტოების გამოყენების ფუფუნება აღარ აქვს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი
Sean Gallup/Getty Images

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ევროკავშირში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას, ქვეყნებს ეროვნული ვეტოს გამოყენების უფლება აღარ უნდა ჰქონდეთ. ამასთან დაკავშირებით შოლცმა გერმანულ გაზეთ Frankfurter Allgemeine-თან ინტერვიუში ისაუბრა

შოლცი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირს გლობალურ პოლიტიკაში წამყვანი როლის შენარჩუნება სურს, ალიანსის წევრების "ეგოისტური ბლოკადები" გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენას აღარ უნდა ახდენდეს. 

"ჩვენ უბრალოდ ეროვნული ვეტოს გამოყენების ფუფუნება აღარ გვაქვს, მაგალითად, საგარეო პოლიტიკაში, თუ გვინდა, რომ დიდი ძალების შეჯიბრში მოგვისმინონ". - თქვა შოლცმა. 

ასევე, შოლცმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გერმანია პასუხისმგებლობას აიღებს, G7-სა და სხვა ქვეყნებს ერთად მუშაობა შეეძლებათ ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, როგორიც მსოფლიო სასურსათო კრიზისი, კლიმატის ცვლილება და პანდემიაა.

მისი თქმით, გერმანია უახლოეს თვეებში ერთობლივი ევროპული მიგრაციის პოლიტიკის, ევროპის თავდაცვის, ტექნოლოგიური სუვერენიტეტისა და დემოკრატიული მდგრადობის შესანარჩუნებლად გეგმებს წარადგენს.

კომენტარები