სოსო გოგაშვილის დაკავება

გოგაშვილის ცოლი: 2018 წლიდან ტერორში ვართ, საქართველოში სიმართლის დამტკიცების იმედი არ მაქვს

რაც ჩემი მეუღლე წამოვიდა, 2018 წლიდან ჩემი ოჯახი არის ტერორში. აუცილებლად, საქართველოში იმედი არ მაქვს, რომ ჩვენ სიმართლე დავამტკიცოთ, თუ როგორ ჩაუდეს ჩემს მეუღლეს ორი იარაღი, ფლეშკები, დისკები, მეხსიერების ბარათები, ლეპტოპი თხელი, რომელიც პირველად ვნახეთ და წერილობითი დოკუმენტაცია, რომელიც მე ჩემი თვალით ვნახე. ამათ უკვე დაგეგმილი ჰქონდათ, იცოდნენ, რომ ასე უნდა მომხდარიყო. დავალება ჰქონდათ, რომ უნდა შემოსულიყვნენ გოგაშვილების ოჯახში და ნამდვილად ლიკვიდაცია უნდა მოეხდინათ ჩვენი. აბა სხვანაირად ვერაფერი გააკეთეს. 

ამბობს სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ცოლი, თეა მარტყოფლიშვილი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 15 ივლისს, ღამით სოსო გოგაშვილი დააკავეს. სუს-ის ცნობით, გოგაშვილი არა ახალი, არამედ მიმდინარე საქმის ფარგლებში დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ჩხრეკის ოპერაციის ჩატარების შემდეგ მისი დაკავება "გარდაუვალი გახდა". 

კომენტარები