აშშ

აშშ-მ ორი ჰიპერბგერითი რაკეტა წარმატებით გამოცადა

B-52 ტიპის ბომბდამშენი

13 ივლისს პენტაგონში გამოაცხადეს, რომ აშშ-მ კომპანია ლოქჰიდ მარტინის ორი ჰიპერბგერითი რაკეტა წარმატებით გამოცადა.

აშშ-ს საჰაერო ძალებში ადასტურებენ, რომ წარმატებით გამოცადეს ჰაერიდან გაშვებადი სწრაფი რეაგირების იარაღის (ARRW) ამაჩქარებელი. იარაღი ბომბდამშენი B-52H-ის მეშვეობით გამოცადეს. 

წინა გამოცდების დროს, იარაღმა თვითმფრინავიდან ჩამოვარდნა ვერ შეძლო.

ჰიპერბგერით იარაღებს საათში დაახლოებით 6200 კმ.-ს განვითარება შეუძლიათ.

აშშ-მ ჰიპერბგერით იარაღს განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ დაუთმო, რაც ასეთი ტიპის სისტემები წარმატებით გამოცადეს რუსეთმა და ჩინეთმა.

კომენტარები