საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე: იმედია, მომავალ წელს მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ისტორიული შანსი დაკარგული არაა

ასეთი იყო გეგმა, 2024-ში განაცხადის შეტანა და 2026-ში სტატუსის მიღება. ვხედავთ, რომ ეს ყველა შემთხვევაში დაჩქარდება. საუბარია უკვე 2023 წელზე და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს უკვე მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. შესაბამისად, არავითარი ისტორიული შანსი არ დაგვიკარგავს და ეს არის სპეკულაცია.

ზუსტად ასეთივე 12 პუნქტი ევროკავშირმა დაუდგინა მოლდოვასა და უკრაინასაც. აბსოლუტურად იდენტურია რეალურად ვითარება, ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ჩვენ ამ პუნქტების შესრულების შემდეგ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. იმ შემთხვევაში, უკრაინა და მოლდოვა თუ იმ პუნქტებს არ შეასრულებენ შეიძლება, მათი სტატუსი გადაიხედოს. ეს არის ერთადერთი განსხვავება, თუმცა არსებითად შესაკრებთა გადანაცვლების ვარიანტია.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში. ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწერილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2023 წლისთვის მოამზადებს.

კომენტარები