ქართული ოცნება

ხუნდაძე: თუ დასავლური ღირებულებით მიშაა დემოკრატი და ბიძინა ოლიგარქი, მაშინ უკაცრავად

იცით რატომ არის მიუღებელი საქართველოს ხელისუფლება გარკვეული წრეებისთვის საზღვარს გარეთ? იმიტომ რომ ის არ არის ყველაფერზე ხელისმომწერი და მორჩილი. ის ყველა გადაწყვეტილებას, ყველა შეთანხმებას და პოლიტიკურ ვაჭრობასაც ზომავს საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებით და საერთო პოლიტიკაში ზოგჯერ ეს რთულად მართვად პროცესად ითვლება. მაგრამ, ხელისუფლება იქცევა სწორად და თუ რეზოლუცია არის იმ სულისკვეთების, რომ ბატონი ბიძინა წავიდეს და მიშა მოვიდეს...თუ ამჟამინდელი, დასავლური ღირებულებით, მიშაა ყველაზე მაღალი დემოკრატი და ბიძინა ოლიგარქი, მაშინ უკაცრავად, თვითონ დასავლეთი თავის ღირებულებებში ასცდა საკუთარ თავს. 

ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, დიმიტრი ხუნდქაძე პალიტრანიუსის ეთერში. 

კომენტარები