15 ოქტომბერს, თბილისში, სპორტის სასახლეში რუსი შოუმენისა და კომიკოსის, მაქსიმ გალკინის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას საიტი Biletebi.ge სოციალურ ქსელში ავრცელებს.
![](https://api.tabula.ge/files/inline-images/1_34.jpg)
"უკრაინიდან დევნილების დასახმარებლად მსოფლიო ტურის ფარგლებში თბილისს ეწვევა ცნობილი შოუმენი და სატირიკოსი მაქსიმ გალკინი!
15 ოქტომბერი, 19:00 თბილისის სპორტის სასახლე
ბილეთების გაყიდვა დაიწყება 25 ივლისს
ჰონორარი მოხმარდება უკრაინიდან დევნილებს"! – წერია Biletebi.ge-ს ფეისბუქ გვერდზე.
გალკინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რუსი შოუმენი, პაროდისტი და კომიკოსია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გალკინმა ცოლთან, ალა პუგაჩვასთან და შვილებთან ერთად რუსეთ დატოვა. კომიკოსი ღიად აკრიტიკებს რუსეთის სამხედრო ინტერვენციასა და კრემლის პოლიტიკას.