რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ნიდერლანდები უკრაინას მძიმე იარაღს მიაწვდის და 200 მილიონ ევროს გამოუყოფს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ნიდერლანდებმა უკრაინას ფინანსური დახმარების სახით 200 მილიონი ევრო გამოუყო. მისი თქმით, ზემოხსენებული თანხა საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდას მოხმარდება. ამის შესახებ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერმინისტრთან, მარკ რუტესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"მსურს აღვნიშნო ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილება ჩვენი სახელმწიფოსთვის დამატებით მძიმე იარაღის მოწოდების შესახებ, ძალიან მადლობელი ვართ ამის გამო. ასევე შემიძლია მოგახსენოთ უკრაინისთვის დამატებით 200 მილიონი ევრო გამოყოფის შესახებ. ამ გადაწყვეტილებით ჰოლანდიის მთავრობა დაეხმარება უკრაინელ მასწავლებლებს, ექიმებს, პენსიონერებს". - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინას სახელმწიფო სექტორის თანამშრომლებისთვის ხელფასების გადასახდელად ივნისის ბოლოს მსოფლიო ბანკიდან სესხის სახით 446.8 მილიონი ევროს აღება მოუწია.

კომენტარები