რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ: ირანი რუსეთისთვის ასობით სამხედრო დრონის გადაცემას აპირებს

the Washington post 

ბაიდენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირანი რუსეთისთვის ასობით სამხედრო დანიშნულების დრონი გადაცემას აპირებს.

"ირანის ხელისუფლება აპირებს, რუსეთს დაჩქარებულად რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი გადასცეს, მათ შორის დრონები, რომლებსაც შეიარაღების გადატანა შეუძლიათ.

გაურკვეველია, უკვე მიაწოდა თუ არა ირანმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი ირანის მსგავსი ქვეყნების შესაძლებლობების გამოყენებას". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა. 

ჯეიკ სალივანის განცხადება წინ უძღვის პრეზიდენტ ბაიდენის პირველ ტურნეს ახლო აღმოსავლეთში. მიმდინარე კვირაში ამერიკის პრეზიდენტი ჯერ ისრაელს, ხოლო მოგვიანებით საუდის არაბეთს ეწვევა. 

"ძნელია შეაფასო, რა იქნება ეფექტი, მაგრამ ეს აშკარად მისცემს რუსებს საჰაერო თავდასხმების განხორციელების უფრო მეტ შესაძლებლობას". - თქვეს თეთრ სახლში.

კომენტარები