თავი რომ დავანებოთ, რომ მიშა ყაველაშვილი ქართული ოცნების გუნდის წევრია წლების განმავლობაში და ასე შემდეგ, არის პარლამენტარი, ხალხის მიერ არჩეული და ჩვენი კოლეგა და პასუხის ეს ფორმა, არამარტო ფორმა, შინაარსი, ჩემთვის იყო ძალიან სამწუხარო და დასანანი. როდესაც ადანაშაულებ დეპუტატს, საქართველოს პარლამენტის წევრს ტყუილებში, ეს არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ როდესაც ვაკრიტიკებთ, თან არგუმენტებით - აი, ფოტიგა, კუბილიუსი, გალერი და ასე შემდეგ, მართლა გაუგონარ რაღაცებს ამბობენ ხოლმე და გვიწევს გაკრიტიკება, იგივე რეზოლუცია რომ ავიღოთ, გაუონარი რეზოლუცია იყო და გვიწევდა, ბუნებრივია, გაკრიტიკება.
tbl.ge/62kx
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, POSTV-ის ეთერში ამერიკის ელჩის შეფასებას მიხეილ ყაველაშვილის წერილზე, რომ ის "სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით".
ამავე თემაზე
- კობახიძე აშშ-ზე: რაც გააფუჭა უსამართლობამ, შეიძლება გაასწოროს სამართლიანმა მიდგომამ
- აშშ ელის მთავრობასთან მუშაობას პარტნიორობისთვის, რომელიც სარგებელს მოიტანს – დელეგაცია
- აშშ-ს დელეგაციისთვის პატივი იყო შიო III-სთან შეხვედრა – საელჩო
- კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აშშ-ს სახდეპის დელეგაციას შეხვდნენ
- გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის – შიო III-მ სახდეპის წარმომადგენლები მიიღო




