რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სერგეი ლავროვი იძულებული გახდა G20-ის სამიტი დროზე ადრე დაეტოვებინა

РИА Новости

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი იძულებული გახდა G20-ის სამიტი ოფიციალურად დასრულებამდე დატოვა. ის სხდომათა დარბაზიდან სიტყვით გამოსვლის დასრულებისთანავე გავიდა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ისაუბრა.

"ლავროვი კვლავ აგრძელებს ორმხრივ მოლაპარაკებებს, შემდეგ კი ის პრესასთან ისაუბრებს და გაემგზავრება". – ამბობს ზახაროვა.

გამომდინარე იქიდან, რომ ლავროვმა სამიტი დროზე ადრე დატოვა, ის მონაწილეობას არ მიიღებს ოფიციალურ სადილში და ასევე G20-ის დანარჩენ სხდომებში. კონფერენციის დასაწყისში, G20-ის ლიდერებმა უკრაინაში ომის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივი სურათის გადაღებაზე უარი თქვეს.

G20-ის ქვეყნების ლიდერებმა ასევე უარი თქვეს რუსეთის წარმომადგენელთან ტრადიციული ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვაზე. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, არცერთი "ოჯახის წევრი" ქვეყნის მინისტრი არ აპირებს მოლაპარაკებებს მასთან, ვინც მშვიდობიან მსოფლიო წესრიგს ებრძვის.

"ის, ვინც ბომბავს ჩვენ საერთაშორისო მშვიდობიან წესრიგს, არ შეიძლება ელოდოს, რომ მასთან ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე ვისაუბრებთ". – აღნიშნა ბერბოკმა.

კომენტარები