G20-ის სამიტი

ბერბოკი: არ შეიძლება იმის დაშვება, რომ რუსეთმა G20-ის სამიტი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს

ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, არ შეიძლება იმის დაშვება, რომ რუსეთმა G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს.

"ჩვენი, ყველას ინტერესია, რომ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და დაცვა უზრუნველვყოთ. ეს ჩვენი საერთო ინტერესია. ასევე, ეს არის იმის მიზეზი, თუ რატო არ დავდგებით და ვერ მივცემთ რუსეთს შესაძლებლობას, გამოიყენოს ეს შეხვედრა, როგორც ტრიბუნა". - თქვა ბერბოკმა.

დიდი ოცეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე 7-8 ივლისს გაიმართება და მას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც დაესწრება.

კომენტარები