კორპუსის ჩამონგრევა ბათუმში

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე ერთ დაკავებულს 4, ხოლო ორს 3-3 წლით პატიმრობა მიესაჯათ

შსს

2021 წლის ოქტომბერში ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულ ბინის მეპატრონეს 4 წლით, ხოლო 2 მუშას 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ინფორმაცია ტაბულას საქალაქო სასამართლოდან მიაწოდეს.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 ოქტომბერს საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

კორპუსის ჩამონგრევას ჯამში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 10 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცი კი გადარჩა. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანი იყო.

კომენტარები