პოლიტიკური პოლარიზაცია

პაპუაშვილი: პოლარიზაციის საფუძველი არის ის, რომ წლებია, ენმ არჩევნებს არ აღიარებს

რა შუაშია მიხეილ სააკაშვილი დეპოლარიზაციასთან? სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2021 წლის ოქტომბრიდან იმყოფება. მანამდე პოლარიზაცია არ იყო ამ საზოგადოებაში? მანიპულაციაა ტერმინებით, თითქოს ამას რაღაც კავშირი ჰქონდეს. არანაირი კავშირი ამას ამასთან არ აქვს. საბოლოო ჯამში, პოლარიზაციის საფუძველი არის ის, რომ უკვე წლებია, ნაციონალური მოძრაობა არჩევნებს არ აღიარებს. 2012 წლიდან მოყოლებული რეალურად მათ არც ერთი არჩევნები არ უღიარებიათ, რეალურად, ისინი ვერ იღებენ მოქალაქეების არჩევანს, რომ ხალხი მათ მიაკუთვნებს ოპოზიციის როლს. მეორე ის, რომ ისინი საკუთარ მომხრეებსა და საზოგადოების ამ ნაწილს იმ ყალბ ნარატივში ამყოფებენ, რასაც ჰქვია, რომ საქართველოს მართავს რაღაც რუსული პროექტი და ა.შ. უკვე ათ წელზე მეტია, ამ ცრუ ისტორიაში ატრიალებენ საკუთარ ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებს, აძულებენ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას, ზიზღს ნერგავენ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს არის პოლარიზაცია.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. 

კომენტარები