უკრაინა-ევროკავშირი

ლეიენი: უკრაინის კანდიდატობა იმ მოძრაობის გამარჯვებაა, რომელიც 8 წლის წინ მაიდანზე დაიწყო

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შედეგად ძალიან მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს.

"უკრაინას ახლა ძალიან მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს. ასევე, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატია, რაც სულ რაღაც 5 თვის წინ წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა.

დღეს მომენტია ამ ისტორიული ეტაპის აღსანიშნავად, იმ მოძრაობის გამარჯვების აღსანიშნავად, რომელიც 8 წლის წინ მაიდანზე დაიწყო". - თქვა ლეიენმა.

23 ივნისს ვროკავშირმა ევროკომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინა და უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

17 ივნისს ევროპულმა კომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოს კი ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივა დაუდასტურა, ხოლო კანდიდატობის გადაცემისთვის დასახა პრიორიტებები, რომელთა შესრულების შემდეგაც საქართველო სტატუსს მიიღებს.

ევროპული პარლამენტი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მთავრობებს მოუწოდებს, რომ "ერთხმად გამოხატონ პოლიტიკური მონდომება, რათა ხორცი შეასხან საკუთარი ხალხის ევროპულ ამბიციებს", დააჩქარონ რეფორმები ევროკავშირის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად.

კომენტარები