ევროკავშირი

ჩეხეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ჩეხეთის პრემიერმინისტრი, მაგდალენა ანდერსონი, NATO-ს სამიტი, მადრიდი. 

ჩეხეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. საფრანგეთისგან სტატუსის ფორმალური გადაცემის ცერემონიალი მადრიდში, NATO-ს სამიტზე, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და ჩეხეთის პრემიერმინისტრ მაგდალენა ანდერსონს შორის გაიმართა. 

ჩეხეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა 6 თვის მანძილზე იქნება. 

თავმჯდომარე ქვეყნის უფლებამოსილება საბჭოს მუშაობის ორგანიზება, მისი ამოცანების შესრულების ზედამხედველობა და წევრ სახელმწიფოებს შორის შუამავალი ქვეყნის ფუნქციის შესრულებაა. 

კომენტარები