ჩვენი მხარდაჭერა ანრის. ანრი გახლავთ ჩვენი გუნდის ღირსეული პიროვნება და მებრძოლი. ასეთი გაწონასწორებული ადამიანის წყობიდან გამოყვანა მხოლოდ შესაძლებელი იყო უბინძურესი პროვოკაციით!!! ჩვენი უპირობო მხარდაჭერა მას.
თავდასხმა ვატო წერეთელზე
ბოლქვაძე: ანრის წყობიდან გამოყვანა მხოლოდ უბინძურეს პროვოკაციას შეეძლო, მხარდაჭერა მას
tbl.ge/62ac
დაკოპირდა
წერს Facebook-ზე ელისო ბოლქვაძე. TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთელის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა. აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ და ინფორმაციას სწავლობენ. თავად ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი TV პირველის დამფუძნებელს "უბინძურეს პროვოკაციაში" ადანაშაულებს.
ამავე თემაზე
- კობახიძე წერეთელზე: ვიცი რა ჩასჩურჩულა ოხანაშვილს, ლაშქარავას გვარი არ იყო ნახსენები
- წერეთელი: ოხანაშვილს გადავუჩურჩულე, ლაშქარავას სიკვდილი თქვენს კისერზე არის-მეთქი
- საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობისა და მუქარის მუხლებით დაიწყო
- ადვოკატი: ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, წერეთელი პროკურატურაშია დაბარებული
- მდინარაძე ოხანაშვილზე: ზუსტად იგივეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა