სუს

სუს: დუშეთში, სავარაუდოდ, სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოვიღეთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

საქართველოს უსაფრთხოების სამსახური (სუს) აცხადებს, რომ დუშეთის რაიონში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიდამოებში განთავსებული სათავსო შენობიდან ამოიღეს სხვადასხვა რაოდენობის, სავარაუდოდ, სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები.

"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, დუშეთის რაიონში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული სათავსო შენობიდან სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის სავარაუდოდ სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღეს". – წერია სუს-ის განცხადებაში.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებზე ექსპერტიზა დაინიშნა.

სუს-ის ცნობით, გამოძიება, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები