დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

აზერბაიჯანი სომხეთს საზღვარზე ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებულ ძალებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ქალბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის პოზიციებზე ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ივნისის ღამით სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა ზიარქენდისა და ვარდენისის რაიონებიდან ქალბაჯარის რაიონში განლაგებულ აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან გაუხსნეს. სამინისტროს ცნობით, ამას აზერბაიჯანული მხარის საპასუხო ქმედება მოჰყვა.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება მომხდარზე მთელ პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აზერბაიჯანის ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ საზღვარზე სიტუაცია სტაბილურია.

სომხეთისა და აზერბაიჯანის მოლაპარაკებების პარალელურად, საზღვარზე შეტაკებების რაოდენობა ბოლო ხანებში საგრძნობლად შემცირებული იყო.

 

კომენტარები