LGBTQ თემი

აშშ-ს საელჩო: შევახსენებთ ლგბტქი+ საზოგადოებას, რომ უყვართ და აფასებენ, გიღებთ, როგორიც ხართ

აშშ-ს საელჩო

"გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ - ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი". - მიმართავს საქართველოში აშშ-ს საელჩო LGBTQ+ საზოგადოებას. 

"ამ თვეში ჩვენ შევახსენებთ ლგბტქი+ საზოგადოებას, რომ ისინი უყვართ და მათ აფასებენ. შეერთებული შტატები გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ - ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი. დღეს და ყოველდღე შეერთებული შტატები დგას მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით მათ მიმდინარე ბრძოლაში შეუმწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ". - ვკითხულობთ განცხადებაში.  

საქართველოში PRIDE-ის კვირეული გუშინ, 28 ივნისს დაიწყო. TBILISI PRODE-ის ცნობით, ყველა დაგეგმილი ღონისძიება დახურულ სივრცეში გაიმართება და არ ჩატარდება ღირსების მარში. მიუხედავად ამისა, პუტინისტური, ძალადობრივი ჯგუფებისგან LGBTQ+ საზოგადოების მიმართ მუქარა არ წყდება. 26 ივნისს TBILISI PRIDE-მა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა, დაიცვას კვირეულის თითოეული მონაწილის უსაფრთხოება.

კომენტარები