ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობისთვის ახლა დადგა მომენტი, რომ იმუშაოს ყველა მხარესთან, მათ შორის, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან, რათა შესრულდეს ის რეკომენდაციები, რომლებიც ევროკავშირის საბჭო გასცა. ეს არის მკაფიო გზა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. უფრო მკაფიოდ ვერ იტყვი. ეს არის ნაბიჯები, რომლის გადადგმის შემთხვევაში, იმედია, წლის ბოლომდე საქართველოს ასევე ექნება კანდიდატის სტატუსი. ეს არის ძალიან პირდაპირი პასუხი ევროკავშირის მხრიდან. საქართველო არის ევროპის ნაწილი და ევროკავშირს სურს, მიესალმოს მას ევროკავშირში, მაგრამ საქართველოს ჭირდება ერთგულების დემონსტრირება დემოკრატიისა და რეფორმებისადმი. არც ერთი ეს რეფორმა არ არის ახალი. ეს ის რეფორმებია, რომლებზეც საქართველო მუშაობდა და პროგრესს განიცდიდა. ახლა საჭიროა მეტი პროგრესი. ეს არის მომენტი მთავრობისა და საზოგადოებისთვის, რომ გაერთიანდნენ ევროკავშირის წევრობის მიზნის ირგვლივ. იმედი მაქვს, მომავლ თვეებში ამას ვნახავთ
საქართველო-აშშ
დეგნანი: დადგა მომენტი მთავრობისთვის, იმუშაოს ყველასთან, მათ შორის, ოპოზიციასთან ერთად
tbl.ge/626i
დაკოპირდა
ამბობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.
აშშაშშ-ს საელჩო საქართველოშიკელი დეგნანისაქართველო-აშშევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიევროკავშირის საბჭოევროკომისიის რეკომენდაციები
ამავე თემაზე
- მილერი სანქცირებულ მოსამართლეებზე: საქართველოს მთავრობას კორუმპირებულთა პასუხისგებისკენ მოვუწოდებთ
- ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა
- მდინარაძე აშშ-ზე: თუ არც ფრენებს გიხსნის, არც ვიზებს გაძლევს, თამამად უნდა დასვა საკითხები
- პაპუაშვილი: ტაივანს აქვს უვიზო აშშ-სთან, ჩვენ 3 500 00 მოსახლეობით, საფრთხე არ მგონია ვიყოთ
- დანიგანი: არცერთი ქვეყანა არ ყოფილა საქართველოს უფრო მტკიცე მხარდამჭერი, ვიდრე აშშ