რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

რუსეთმა ბაიდენის ცოლსა და შვილს სანქციები დაუწესა

Reuters 

რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატების სანქცირებულთა სიაა გააფართოვა. აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილსა და ცოლს რუსეთში შესვლა აეკრძალათ.

სანქცირებულთა სიას 25 პირი დაემატა. მათ შორისაა, რესპუბლიკელი სენატორები: მიტჩ მაკკონელი, სუზან კოლინზი და ბენ სასეს, ამასთანავე, დემოკრატი კანონმდებელი, კირსტინ გილიბრანდი. მათი სანქცირების მიზანი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანტირუსული პოლიტიკაა. სიაში ასევე შევიდა ფრენსის ფუკუიამა, რომელიც ცნობილია წიგნით - "ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი". 

კომენტარები