რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

გერმანიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც უკრაინის ბიუჯეტს €1 მილიარდით დააფინანსებს

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, გერმანიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტს 1 მილიარდი ევროთი დააფინანსებს.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საგრანტო თანხა სრულად მოხმარდება უკრაინის ომის დროს სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯების დაფინანსებას. უკრაინა აღნიშნულ თანხას საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიიღებს.

„ბატონო ლინდერ, [გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდერი], მადლობა პირადად თქვენ, თქვენს გუნდსა და პროცესის ყველა მონაწილეს, რომელთა ძალისხმევითაც ჩვენ ძალიან სწრაფად მივაღწიეთ შეთანხმებას". - თქვა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ.

კომენტარები