საქართველო-ევროკავშირი

კალაძე: კარგი იქნებოდა, კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, მაგრამ არაუშავს

კარგი იქნებოდა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, მაგრამ არაუშავს. არსებობს კონკრეტული მიმართულებები, რასაც განხორციელება სჭირდება და ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანამ აღნიშნული სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს. 

ხელისუფლებამ უკვე მიაღწია იმას, რომ დღეს საქართველო ასოცირებული წევრი ქვეყანაა, ევროპის ქვეყნებში უვიზოდ გადავადგილდებით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს - ეს ყველაფერი ქართულმა ოცნებამ საზოგადოებასთან ერთად გააკეთა.

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე. ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს  - ევროპული პერსპექტივა. 

კომენტარები