2022 წელს გარდაცვლილები

მის ბრაზილია 2018 გლანდების ოპერაციით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა

27 წლის ასაკში ყოფილი მის ბრაზილია, კოსმეტოლოგი გრეისი კორეია გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი გლანდების ოპერაციით გამოწვეული გართულება გახდა.

4 აპრილს კორეიამ კერძო კლინიკაში გლანდების ამოკვეთის წარმატებული ოპერაცია გაიკეთა. რამდენიმე დღეში ყოფილ მის ბრაზილიას სისხლდენა დაეწყო, რასაც გულის შეტევა მოჰყვა. კორეია რეანიმაციაში გადაიყვანეს, ის 75 დღის განმავლობაში კომაში იყო, გარდაცვალების საბოლოო მიზეზი თირკმელების გაჩერება გახდა.

გრეისი კორეია სილამაზის კონკურსებში ადრეული ასაკიდან მონაწილეობდა. 2018 წელს მან მის ბრაზილიის წოდება მოიპოვა. კორეია პროფესიით კოსმეტოლოგი იყო და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებდა თავის მოვლის საშუალებების მიმოხილვებს.

კომენტარები