საქართველოს პარლამენტი

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ ცვლილებები პარლამენტმა I მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილეს და 75 ხმით, ერთხმად მიიღეს ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებათა პროექტი. 

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ნინო წილოსანის თქმით, ცვლილებებით მცენარეების სელექციონერების ინტერესები უკეთ იქნება დაცული.

"სელექციური ახალი ჯიშების გამოყვანის შემდგომ ვერ ხერხდება სელექციონერის განსაკუთრებული უფლების შესაბამისი რეგისტრაცია, რამდენადაც საქართველოში არ არსებობს აკრედიტებული სუბიექტი, რომელიც მოახდენს სელექციონერის განსაკუთრებული უფლების რეგისტრაციისთვის აუცილებელ მცენარის გამოცდას განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე. ასეთი მომსახურების საზღვარგარეთ მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები არარენტაბელურს ხდის სელექციონერის განსაკუთრებული უფლების დაცვას". -  თქვა ნინო წილოსანმა.

კომენტარები