ჩოგბურთი

კარიერაში პირველად ეკატერინე გორგოძე უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

Crystalsport

კარიერაში პირველად ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე უიმბლდონის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს.

გორგოძე WTA-ს რეიტინგში 580 ქულით 112-ე ადგილს იკავებს, რის გამოც უიმბლდონზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე დაიშვება.

უიმბლდონზე ტრადიციულად რეიტინგის პირველი 128 ჩოგბურთელი თამაშობს. საუკეთესო მოთამაშეებს ასევე 16 საკვალიფიკაციო ტურის გამარჯვებული ემატება. ძირითადი ბადისთვის იბრძვის კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე, რომელმაც პირველ საკვალიფიკაციო შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა, ბოლქვაძეს ძირითად ბადეში მოსახვედრად კიდევ ორი მეტოქის დამარცხება მოუწევს.

ეკატერინე გორგოძე საქართველოს პირველი ჩოგანი ქალია. უიმბლდონზე მოხვედრა მან ორჯერ სცადა, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა. გორგოძეს აქამდე ერთხელ აქვს გრანდ სლემის ტურნირზე ნათამაშები, 2021 წელს ჩოგბურთელი როლან გაროსის ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით მოხვდა.

2022 წლის უიმბლდონის ტურნირი 27 ივნისს დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება.

კომენტარები