საქართველო-ევროკავშირი

სერგეენკო აქციაზე: მკაფიო გამოხატულება იყო, რომ უმრავლესობა ევროპის გზიდან არ გადაუხვევს

გუშინდელი სახალხო შეკრება იყო იმის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არჩეული აქვს ეს გზა - ევროპის გზა და ამ გზიდან არ გადაუხვევს. 

რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენლობას, იყო ალბათ რაღაც ნაწილი აქ, პოლიტიკური ნაწილი, რომელიც უმცირესი იყო, დომინანტი იყო საზოგადოების გულწრფელი სურვილი, რომ გამოეხატა, კიდევ ერთხელ დაედასტურებინა თავისი ევროპული არჩევანი. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, დავით სერგეენკო. გუშინ, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქცია შინ ევროპისკენ გაიმართა. 

კომენტარები