დღეს მხოლოდ რუსეთი და საქართველოს ხელისუფლება აბრალებს დასავლეთს ომის დაწყებას. ხელისუფლება მართული არის მხოლოდ ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის მიერ. დეოლიგარქიზაცია ზუსტად ნიშნავს მხოლოდ ამ ერთი კაცის მმართველობის გაჩერებას. მმართველის, რომელსაც მისაკუთრებული აქვს სასამართლო, პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება - ყველა შტო. [...] ისეთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, რომელიც პრორუსს ჯგუფებთან თანამშრომლობს და ახალისებს ძალადობას, ნიშნავს მოქალაქეებთან დიდი უფსკრულის გაჩენასა და დასავლურ ინტეგრაციაზე უარის თქმას, ამიტომ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ გაჩნდეს ისეთი მოძრაობა, რომელიც გამიჯნული იქნება ამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისგან და მიმართული იქნება ხალხთან ნდობის პოლიტიკაზე. მხოლოდ ხალხის ჩართულობით შეიძლება დეოლოგიგარქიზაციის პოლიტიკა. ყველას, ვისაც დეოლიგარქციზაციის პროცესში ჩართვა სურს, მოვუწოდებთ, რომ შემოგვიერთდეს.
დეოლიგარქიზაციის კამპანია
გვანცა კვარაცხელია: მხოლოდ ხალხის ჩართულობით შეიძლება დეოლიგარქიზაციის პოლიტიკა
tbl.ge/61px
დაკოპირდა

ამბობს თავისუფლების ინსტიტუტის იურისტი, გვანცა კვარაცხელია. ევროპულმა საქართველომ, თავისუფლების ინსტიტუტმა, ტაბულამ და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებამ პარლამენტთან დეოლიგარქიზაციის კამპანია წარადგინეს. კამპანიის ფარგლებში ორგანიზაციები აქტიურად ისაუბრებენ რუსეთის მიერ საქართველოში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე – ახსნიან, რატომ იყო გენოციდი ის, რაც 1992-1993 წლებში აფხაზეთში მოხდა, ამასთანავე, განიხილავენ, როგორ უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ქართულ ევროპულ იდენტობას.
თავისუფლების ინსტიტუტიდეოლიგარქიზაციის კამპანიაგვანცა კვარაცხელიაევროპული საქართველოამომრჩეველთა განათლების საზოგადეობატაბულა
ამავე თემაზე
- 16:00-ზე ფილმის ჩვენება ხონში, გამოფენის გახსნა ქუთაისში – დეოლიგარქიზაციის კამპანია გრძელდება
- "გვსურს, ადამიანებს ღირებულებებზე ველაპარაკოთ" – ქუთაისში 21:00-ზე ფილმის ჩვენება გაიმართება
- ბოკერია: გვაქვს ისტორიული შანსი, ამ ბოროტებას, რასაც რუსეთი განასახიერებს, თავი დავაღწიოთ
- ნონიაშვილი: ქართული პოლიტიკური შინაარსი არის ის, რომ უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახის ნაწილი
- ჩერგოლეიშვილი: საბაზისო ჭეშმარიტებაზე უნდა შევთანხმდეთ – ევროპელები ვართ და რუსეთი მტერია