საქართველო-ევროკავშირი

ბოკერია: ხელახლა არ უნდა შევცდეთ, რომ ივანიშვილის პირობებში მოხდება დეოლიგარქიზაცია

ჩემი აზრით, ეს გზავნილი [ევროკომისიის], ამ ძალიან ცუდ ვითარებაში, რომელშიც ქვეყანა ივანიშვილის რეჟიმმა ჩააყენა, ამ ძალიან ცუდი კურსით, იყო რეალისტურად საუკეთესო ქვეყნისთვის, ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი დათქმით - გზავნილი რომ გავამარტივო, რაც პოლიტიკურ ენაზე არის აქ მოცემული, არის რომ საქართველოს შეუძლია გახდეს და დაბრუნდეს თავისუფალ ერთად ოჯახში, სადაც მისი ისტორიული ადგილია, ოღონდ ამისთვის ქვეყნის კურსი, ანუ ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს, ეს არის, რაც იქ წერია.

ის ვრცელი ჩამონათვალი, რაც არის აღწერილობა, რასაც მოელიან საქართველოსგან, როგორც ქვეყნისგან, იმ მთავრობისგან, რომელიც გვეყოლება, რომელშიც მოხსენებულია სპეციფიურად დეოლიგარქიზაცია, ეს ყველაფერი ამ მთავრობის პირობებში არის აბსოლუტურად შეუსრულებელი, ამიტომ ჩვენ ხელახლა არ უნდა აღმოვჩნდეთ იგივე შეცდომის მსხვერპლი, ნაწილი მაინც პოლიტიკური სპექტრის, ოპოზიციის, საზოგადოების მითუმეტეს, რომ გვქონდეს მოლოდინი, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში მოხდება დეოლიგარქიზაცია, ანუ მიუნჰაუზენივით თავის თავს ამოიყვანს ჭაობიდან. ეგ შეუძლებელია, ეს რეჟიმი მაშინ ასეთი არ იქნებოდა ის ყველაფერი, რაც იქ წერია - ორგანიზებულ დანაშაულზე, მაღალი დონის კორუფციაზე, გარე მოთამაშეების ჩარევაზე, რა თქმა უნდა, პლურალიზმზე და მედიაზე, უმცირესობებზე, მთელი სპექტრი არის. რასაც ეს რეჟიმი წარმოადგენს, ეგ უნდა გამოიცვლოსო, ამას გვეუბნებიან. სწორედ ეს დასკვნა უნდა გამოვიტანოთ და მივიტანოთ მაქსიმალურ რაოდენობამდე ჩვენი მოქალაქეების, რათა ეს რეჟიმი შეიცვალოს მშვიდობიანად, სხვა შანსი არ გაგვაჩნია.

ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, ტელეკომპანია მთავარის ეთერში ევროკომისიის რეკომენდაციას, რომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, ხოლო საქართველოს ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპულ პერსპექტივას ანიჭებს. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, საქართველოს სტატუსის მისაღებად შესაბამისი წინაპირობების შესრულება დასჭირდება. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებში დეოლიგარქიზებაც შეიტანა.

კომენტარები