უკრაინა-ევროკავშირი

დრაგი: იტალიას სურს უკრაინა ევროკავშირში

ყველაზე დიდი გზავნილი, რომელიც გვინდა ამ მოგზაურობით გავახმოვანოთ, არის ის, რომ იტალიას სურს უკრაინა ევროკავშირში. იტალია, საფრანგეთი და გერმანია აქ არიან, რათა უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადონ უკრაინას.

იტალიის პრემიერმინისტრი მარიო დრაგი კიევში, სადაც საფრანგეთის და რუმინეთის პრეზიდენტებთან და გერმანიის კანცლერთან ერთად იმყოფება. ცოტა ხნის წინ ემანუელ მაკრონმაც თქვა, რომ ოთხივე ქვეყანა ემხრობა უკრაინისთვის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას. 

კომენტარები