უკრაინა-ევროკავშირი

მაკრონი: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუმინეთი მხარს ვუჭერთ უკრაინის კანდიდატობას

ჩვენ ოთხივე მხარს ვუჭერთ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას. ამ სტატუსს დაერთვება საგზაო რუკა. ასევე, მოხდება ბალკანეთში და სამეზობლოში არსებული ვითარების გათვალისწინება, კერძოდ, მოლდოვაში.

თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიევში, სადაც გერმანიის კანცლერთან, იტალიის პრემიერთან და რუმინეთის პრეზიდენტთან ერთად იმყოფება. ცოტა ხნის წინ ოლაფ შოლცმაც თქვა, რომ გერმანია უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ემხრობა და იგივე ეხება მოლდოვასაც". გერმანიის კანცლერს ასოცირებული ტრიოს მესამე წევრი - საქართველო არ უხსენებია. 

კომენტარები