საქართველო-ევროკავშირი

წულუკიანი: პრეზიდენტს ვეთანხმები – ევროპისგან ის უნდა ავიღოთ, რაც არის მისაღები

გვჯერა იმის, რომ სამართლიანობა იმას კი არ გულისხმობს, რომ ჩვენ გვითხრან, რა სჯობს და ეს იყოს თავს მოხვეული ჩვენივე ქვეყნისთვის, არამედ გვჯერა იმის, რომ ეს უნდა იყოს დიალოგი. ერები, ვინც ერთიანდებიან საერთაშორისო, თავისებური ტიპის, მაგრამ მაინც ორგანიზაციაში, როგორიც არის ევროკავშირი, ყველა ქვეყანა თანასწორია. ეს არის საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური, მთავარი პრინციპი - ყველა სახელმწიფო, თავისი ზომის, რწმენის, ენის მიუხედავად, თანასწორია. თანასწორობის პირობებში ჩვენ მივიღებთ დიალოგის რეჟიმს, დადებით პასუხს და ამ დიალოგის რეჟიმში უნდა იკვეთებოდეს ევროპულ გზაზე როგორი რეფორმა სჯობს საქართველოსთვის. პრეზიდენტმა მარტო ისეთი რამეები არ თქვა, რასაც კატეგორიულად არ უნდა დაეთანხმო, ჩემი აზრით, ადამიანი, ამ ქვეყნის შვილი. მან თქვა ისეთი რაღაცები, რასაც უნდა დავეთანხმოთ. მაგალითად, მან, მართალია, გაკვრით, მაგრამ თქვა ისეთი რამ, რაც აბსოლუტურად მისაღებია ჩემთვის და ბევრისთვის, რომ ევროპისგან, რა თქმა უნდა, უნდა ავიღოთ და მივიღოთ ის, რაც, მან ეს სიტყვა გამოიყენა - არის მისაღები.

ამბობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე საუბრისას. 

კომენტარები