16 ივნისის აქცია

ვაშაძე: გარკვეულწილად, 16-იც კარგია და 20-იც, თითოეულმა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს

20 ივნისისთვის იყო საზოგადოების ძალიან დიდი მობილიზება და მე ვფიქრობ, რომ ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბებოდა რუსთაველზე და ჩვენც ყველას ვეუბნებოდით, რომ 20 ივნისის აქცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მოდი კითხვა დავსვათ პირველი: შეიტანა თუ არა საზოგადოებაში დაბნეულობა 16 ივნისის დაანონსებამ?- დიახ, შეიტანა, გულწრფელები უნდა ვიყოთ. ამაზე მსჯელობის დაწყება, იქნება ყველაზე დიდი კატასტროფა, 16-ში უნდა მივიდეთ თუ 20-ში? ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ თითოეულმა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ, ერთ რამეს გეტყვით გულწრფელად, 16-იც კარგია და 20-იც კარგია, გარკვეულწილად და ჩვენ ვიმსჯელებთ ამაზე, სტატეგია აღმაშენებელი. მე რეგიონში ვარ და ერთპიროვნული გადაწყვეტილება ნამდვილად არ მინდა, გვექნება ამაზე პარტიაში მსჯელობა და ჩვენს მკაფიო პოზიციას ვიტყვით. 16 თუ 20- ასე არ უნდა დავყოთ ახლა ჩვენ ეს საკითხი, ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე, TV პირველის ეთერში პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას ეხმაურება. 

კომენტარები