გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან

პირს, რომელმაც მცხეთაში რესტორანთან რამდენჯერმე გაისროლა, 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

კოტე ნატროშვილს, რომელმაც 7 ივნისს მცხეთაში, რესტორან მარანი ჰოლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე სოფიო ლეჟავამ გამოაცხადა. მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად სწორედ 20 000-ლარიანი გირაოს დაკისრებას მოითხოვდა.

საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა იარაღი 7 ივნისს რესტორან მარანი ჰოლის ეზოში შეიძინა. ნატროშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა) წარედგინა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 7 ივნისს, მცხეთაში, რესტორან მარანი ჰოლთან, სხვის სახელზე რეგისტრირებული AERO PRECISION X15-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან უკანონოდ რამდენჯერმე გაისროლა.

კომენტარები