ჯონი დეპი VS ამბერ ჰერდი

ადვოკატის თქმით, ჯონი დეპმა შესაძლოა ამბერ ჰერდის ფულად კომპენსაციაზე უარი თქვას

Sky News Australia

ჯონი დეპის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ბენჯამინ ჩიუმ ივარაუდა, რომ მსახიობმა შესაძლოა ყოფილ ცოლის ფულად კომპენსაციაზე უარი თქვას. იურისტმა გადაცემა Good Morning America-ში ასე ილაპარაკა:

"ბატონმა დეპმა სასამართლო პროცესზეც არაერთხელ განაცხადა, რომ მისთვის მთავარი რეპუტაციის აღდგენაა და არა ფული".

ჯონი დეპსა და ამბერ ჰერდს შორის 11 აპრილს დაწყებული სასამართლო დავა ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰერდის მხარემ დეპს რეპუტაციული ზიანისთვის 15 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. 

ამბერ ჰერდის ადვოკატის, ელეინ ჩარლსონ ბრედჰოფტის თქმით, მის კლიენტი ვერ შეძლებს სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის გადახდას.

გახმაურებული ვარსკვლავური სასამართლო დავის მნიშვნელოვანი დეტალები იხილეთ ამ ბმულზე.

კომენტარები