ამბერ ჰერდი ჯონი დეპთან ურთიერთობის შესახებ წიგნს დაწერს. მსახიობმა გამომცემლობასთან მრავალმილიონიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა.
ფინანსური ექსპერტების აზრით მსახიობს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ყოფილ ქმართან წაგებული დავის შემდეგ ჰერდს სასამართლომ 15 მილიონის გადახდა დააკისრა. ამბერ ჰერდის ადვოკატის, ელეინ ჩარლსონ ბრედჰოფტის თქმით კი, მისი კლიენტი ვერ შეძლებს სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის გადახდას.
დავის წაღების შემდეგ ჰერდს ასევე პრობლემები შეექმნა როლების მიღებაზეც, მას არც ერთი მიმდინარე ან მომავალი პროექტი არ აქვს. ასევე ბოლო პროექტიდან, მეორე აქუამენიდან მისი მონაწილეობით არაერთი სცენა ამოიჭრა.
ჯონი დეპსა და ამბერ ჰერდს შორის 11 აპრილს დაწყებული სასამართლო დავა ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა.
გახმაურებული ვარსკვლავური სასამართლო დავის მნიშვნელოვანი დეტალები იხილეთ ამ ბმულზე.