დასავლეთი ფინანსურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით გვეხმარება. ახლა რომ არ დაგვეხმარონ, ან აქამდე არ დაგვხმარებოდნენ, ეჭვი მაქვს, ლვოვის დაცვაზე ვისაუბრებდით. ყოველ შემთხვევაში, უკრაინის მარჯვენა სანაპიროზე. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ მხდალები ვართ - უბრალოდ, თავის დასაცავად არაფერი გვექნებოდა. დასავლეთის დახმარებით, ჩვენ ახლა ფრონტის ხაზი გვიჭირავს. დასავლეთის, განსაკუთრებით კი აშშ-ს წყალობით, ჩვენ უკრაინას ვიცავთ, მაკროეკონომიკურ მდგომარეობას ვამყარებთ, რის გამოც ძალიან მადლიერები ვართ. ისინი, ფაქტობრივად, ჩვენს გადარჩენას ახერხებენ და ზოგადად, ჩვენი კულტურის შენარჩუნებასაც. პუტინს არამხოლოდ ქვეყნის, არამედ კულტურის განადგურება სურს.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
არესტოვიჩი: დასავლეთის დახმარების გარეშე, უკრაინას ახლა ლვოვის დაცვა მოუწევდა
tbl.ge/61fc
დაკოპირდა

თქვა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა Feygin Live-თან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა
- "ფრენები ეკონომიკურ აზრს კარგავს" – რუსულ აზიმუტს საწვავის დეფიციტი აქვს
- FT: ტრამპი რუსეთზე უკრაინის იერიშებით აღტაცებული და ენთუზიაზმით აღსავსეა
- პუტინი: მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებები სტამბოლის შეთანხმებების საფუძველზე განვაახლოთ
- ლავროვი: იმის ფიქრიც კი არ მინდა, რომ ალასკის სამიტი კიევისთვის დროის მოსაგებად გაიმართა




