საქართველო-ევროკავშირი

წულუკიანი: სამასიოდე ევროპარლამენტარი თვლის, რომ ივანიშვილს კარგი საქმეები არ გაუკეთებია

სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ არის სამასიოდე ევროპელი ამ ევროპარლამენტში, რომელიც თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის კარგი საქმეები. ჩვენ კი ვფიქრობთ პირიქით და ვმსჯელობთ ფაქტებით, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, მთავარი არხის ჟურნალისტმაც იცის, ბავშვმაც კი იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და ეს იმდენად დიდია, რომ თქვენი არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ეთერი ამის ჩამოთვლას არ ეყოფა. 

თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. ევროპარლამენტმა 9 ივნისს დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ემხრობა.

კომენტარები