საქართველო-ევროკავშირი

ლომჯარია: ხელისუფლება უკვე კონსტიტუციას არღვევს – ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა მედროვეს

საქართველოს ხელისუფლება (მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება) უკვე არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად!

ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ და მშვიდად უყურებთ როგორ ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა და ამას არათუ ხელს უშლით, არამედ ამართლებთ და ეფარებით.

ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს. ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღებაზე საუბრისას თქვა, რომ "აჟიტირებული მტრები" პროცესს ისე წარმოაჩენენ, თითქოს  სტატუსის არმინიჭებით "სასწაულს კარგავს ქვეყანა".

კომენტარები