საქართველო-ევროკავშირი

ღარიბაშვილი: კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური, იმედია, გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ

ისე ნუ წარმოვაჩენთ ამ სპექტაკლს, რომელიც აქ დაიდგა და ძალიან აჟიტირებულები არიან ქვეყნის მტრები, შიდა და გარე მტრებიც, თითქოს რაღაც სასწაული ხდება და სასწაულს კარგავს ქვეყანა. მეგობრებო, ყველას შეგახსენებთ, რომ ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, 2012 წელს რომ მოვიდა სათავეში, მაშინ ჩავიბარეთ უმძიმესი მემკვიდრეობა, ეს, რეალურად, იყო დიქტატორული რეჟიმი - ადამიანებს კლავდნენ, ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ და საშინელება ხდებოდა. არც თავისუფალი მედია არსებობდა, არც თავისუფალი სასამართლო არსებობდა. არავითარი დემოკრატიის ნიშან-წყალი არ არსებობდა ქვეყანაში 2012 წელს. რაც შეეხება აწმყოს, ჩვენ ბოლო 9 წლის განმავლობაში იგივე ბიძინა ივანიშვილის დატოვებულმა გუნდმა და მისმა პარტიამ ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტი, ნაბიჯი, რამაც რეალურად ხელშესახებად დაგვაახლოვა ევროპასთან, ჩვენ გავაფორმეთ. 

[...] რაც შეეხება სტატუსს, ჩვენ ახლა ისე არ წარმოვაჩინოთ, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ სიმართლე და მე ვარ ვალდებული ჩვენს ხალხთან - კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, მაგრამ სიმბოლური. [სტატუსის მონიჭების] დიდი იმედი მაქვს ჯერ კიდევ, ამ ოპტიმიზმს ვინარჩუნებ, რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ევროპის ინტერესებშიც არის და არ იქნება რუსეთის ინტერესებში ეს გადაწყვეტილება მიღებული.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.  

კომენტარები