უკრაინა-ევროკავშირი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი კიევში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად ჩავიდა. მისი თქმით, ევროპელი ლიდერები უკრაინის რეკონსტრუქციასა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე ისაუბრებენ

"პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, გავაანალიზებთ იმ სამუშაოს, რომელიც უკრაინის აღდენისა და ევროპულ გზაზე პროგრესირებისთვისაა საჭირო" - წერს ურსულა ფონ დერ ლეიენი Twitter-ზე. 

მანამდე, Bloomberg-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას 17 ივნისს ოფიციალურად გასცემს

8 ივნისს, ევროპარლამენტის რეზოლუციით, ევროკავშირმა უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, 438 მომხრეთი და 68 წინააღმდეგით, მხარი დაუჭირა. 

ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უკრაინას ასოციაციის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ რეზოლუციაში, რომელიც მიიღეს ევროპარლამენტარებმა დღეს, 8 ივნისს პლენალურ სხდომაზე მიიღეს. 

8 აპრილს, კიევში ვიზიტის დროს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლეიენმა, ზელენსკის კითხვარი გადასცა, რომლის შევსებაც უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი ნაბიჯია.

ქვეყანამ კითხვარის პირველი ნაწილი 17 აპრილს დაასრულა, ხოლო მეორე ნაწილის - 9 მაისს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ივნისში ელოდება.

საქართველომ ევროკავშირის წარმომადგენლობას კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის ორივე ნაწილი უკვე გადასცა. კითხვარი ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს გადასცა მოლდოვამაც.

შევსებული კითხვარის მიღების შემდეგ ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

კომენტარები