გუშინ ყველა გამომსვლელი, ევროპის პარლამენტის წევრი, იყო ძალიან კრიტიკული შექმნილი ვითარების მიმართ, ამიტომ, ძალიან სუსტია ის არგუმენტი, რომ ყველანი არიან FAKE-ნიუსების მსხვერპლი, მით უმეტეს, რომ ამ საკითხებზე, რაზეც საუბრობდნენ გუშინ პარლამენტარები, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები. ისინი არ საუბრობდნენ ვიღაცის მოყოლილის საფუძველზე, საუბრობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, ეუთოს მომხსენებლის, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და საკუთარი მიგნებებისა და დასკვნების საფუძველზე, ამიტომ, ეს, რა თქმა უნდა, არ იყო ჭორებზე დაფუძნებული.
ევროკავშირი-საქართველო
ლომჯარია: ძალიან სუსტია არგუმენტი, რომ ევროპარლამენტარები FAKE-ის მსხვერპლი არიან
tbl.ge/61ai
დაკოპირდა

ამბობს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე. კობახიძემ ევროპარლამენტის რეზოლუციის საპასუხოდ თქვა, რომ "შემაშფოთებელია, როცა ევროკავშირის მაღალი რანგის ინსტიტუტი FAKE-ის მსხვერპლი ხდება".
ევროკავშირი-საქართველოევროპარლამენტის რეზოლუციაირაკლი კობახიძეომბუდსმენინინო ლომჯარიასახალხო დამცველიევროპარლამენტარების კრიტიკა
ამავე თემაზე
- ევროკავშირის კარი ღია რჩება საქართველოსთვის, თუ მთავრობა შეცვლის კურსს - EU ოპოზიციას
- იუკნევიჩიანე: ერევანი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქად იქცა, ადრე ეს თბილისი იყო
- მიუღებელია ქართული საზოგადოების შანტაჟი - საგარეო ევროპარლამენტის ანგარიშზე
- გორდულაძე: ევროკავშირის ბიუროკრატია ყველანაირი ევროპული საწყისისგან დაცლილია
- პაპუაშვილი რეზოლუციაზე: ევროპარლამენტი თავს იმკვიდრებს როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე




