საქართველო-ევროკავშირი

კანდელაკი: ევროპარლამენტი ამბობს, საქართველო იმსახურებს სტატუსს, თუმცა წინაღობა მთავრობაა

ჩვენი ქვეყანა არის სხვა რეალობაში, ევროპარლამენტი ერთი მხრივ მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას, მაგრამ, მეორე მხრივ, გამოდის წინადადებით, რომ ივანიშვილს დაუწესდეს პერსონალური სანქციები. ანუ, ევროპარლამენტი ამბობს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ამ გზაზე, ევროკავშირისაზეც და ზოგადად ცივილიზებული სამყაროს გზაზე მთავარი წინაღობა არის ჩვენი დღევანდელი მთავრობა და მის მიერ გადადგმული ნაბიჯები - ესაა მთავარი, რაც გამომდინარეობს დღევანდელი რეზოლუციიდან.

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი. მისივე ინფორმაციით, ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა ქართული ოცნების დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას უჭერს მხარს.

კომენტარები