რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფედოროვი: ოკუპანტებმა მელიტოპოლში ე.წ. რეფერენდუმის გამართვაზე ღიად საუბარი დაიწყეს

მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლსა და ზაპოროჟიეს რეგიონში რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმის გამართვის შესახებ ღიად საუბარი დაიწყეს.

ფედეროვის თქმით, ამავდროულად, ოკუპანტებს ესმით, რომ ე.წ. რეფერენდუმისთვის ხალხს იარაღის მუქარითაც ვერ შეაგროვებენ და ამის გამო მელიტოპოლში საინფორმაციო-პროპაგანდისტული ომი წამოიწყეს.

"თუმცა, არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომ ისინი ჩვენი დროებით ოკუპირებული ქალაქის ტერიტორიაზე დიდი ხნით დარჩენას არ აპირებენ. პირველი – ორი დღის წინ მათ დაიწყეს მოპარული მარცვლეულის ექსპორტი რკინიგზის გამოყენებით, ასე უფრო სწრაფია. სურთ, რომ ყველაფერი სწრაფად მოიპარონ და წავიდნენ. მეორე – მელიტოპოლის ოლქის ტერიტორიაზე, ვესელოვსკისა და მიხაილოვსკის რაიონებში, რაშისტები პრაქტიკულად გაუჩინარდნენ. ისინი საგუშაგოებიდან "მოხსნეს", დარჩნენ მხოლოდ მელიტოპოლში და სახელმწიფო მნიშვნელობის გზებთან ახლოს". - თქვა ფედოროვმა.

მისი თქმით, უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტებს სერიოზული პრობლემები შეუქმნე და ამის გამო, რუსებს თავიანთი ძალების ნაწილი იქ გადაჰყავთ.

"ჩვენს ქალაქში და სხვა ქალაქებში უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაბრუნებას ელიან. მათ ჩვენი გმირი მებრძოლების იმედი აქვთ". - აღნიშნა ფედოროვმა.

კომენტარები