ნიკა გვარამიას საქმე

მაჭარაშვილი: ნინო ლომჯარიას რატომღაც მხოლოდ 1 ან 2 პატიმარი ახსენდება

დღევანდელ პირობებში, როდესაც მთელი ქვეყანა მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება მოხდეს, სახალხო დამცველს რატომღაც მხოლოდ 1 ან 2 პატიმარი ახსენდება. მე ერთხელ დავსვი კითხვა და პასუხი ვერ მივიღე იმიტომ, რომ არ არსებობს. თუ არსებობს ისეთი პატიმარი, რომლის მდგომარეობაც ისეთ დეტალებში იცის ნინო ლომჯარიამ, როგორც იცის პატიმარ სააკაშვილისა და გვარამიასი. ანუ გამოდის, რომ ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, სახალხო დამცველი ირჩევს შერჩევით სახალხო დამცველობასა და შერჩევით ადამიანის უფლებების დაცვას. ეს არის მისი პრობლემა და ამიტომაც აქვს ისეთი დაბალი რეიტინგი, როგორიც აქვს.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა. სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა, რომ ნიკა გვარამია შეიწყალოს.

კომენტარები