რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მერკელი 2008 წელზე: ეს ის უკრაინა არ იყო, რომელსაც დღეს ვიცნობთ, მას ოლიგარქები მართავდნენ

Getty Images

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა Deutsche Welle-სთან ვრცელ ინტერვიუში 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტზე ისაუბრა და კვლავ დაიცვა საკუთარი პოზიცია საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის არმიცემის საკითხზე.

მერკელის თქმით, თუ უკრაინა NATO-ს წევრი გახდებოდა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინს შეეძლო უზარმაზარი ზიანი მიეყენებინა უკრაინისთვის, ისე, როგორც რუსეთი საქართველოს დაესხა თავს ბუქარესტის სამიტიდან 4 თვეში. მერკელმა უკრაინის წევრობის მინიჭების დაბლოკვის ერთ-ერთ მიზეზად ასევე დაასახელა იმ დროს ქვეყანაში არსებული სისტემატიური კორუფცია. 

"პრეზიდენტი ზელენსკი თამამად ებრძვის კორუფციას, თუმცა, იმ დროს, უკრაინა ოლიგარქების მიერ მართული ქვეყანა იყო და ასეთ დროს არ შეიძლება უბრალოდ თქვა "კარგი, ხვალ ჩვენ მათ NATO-ში მივიღებთ"". – თქვა მერკელმა.

მერკელმა ასევე ისაუბრა იმ დროს უკრაინაში არსებულ სერიოზულ შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე, რაც მისი NATO-ში დაბლოკვის ერთ-ერთი მიზეზი იყო.

"ეს ის უკრაინა არ იყო, როგორსაც დღეს ვხედავთ. ის იყო უკრაინა, რომელიც პოლიტიკურად ძალიან დაყოფილი იყო. ის არ იყო სტაბილური დემოკრატია და როდესაც შენ სახელმწიფოს იღებ NATO-ში, ხოლო MAP-ი (გაწევრიანები სამოქმედო გეგმა) ამის აშკარა წინაპირობაა, შენ უნდა იცოდე, რომ ჩვენ მართლაც მზად ვართ დავიცვათ ასეთი ქვეყანა, თუ თავდასხმას ექნება ადგილი. მეორე, დარწმუნებული ვიყავი, რომ პუტინი ამას უბრალოდ არ დაუშვებდა. მისი პერსპექტივიდან, ეს ომის გამოცხადება იქნებოდა". – ამბობს მერკელი. 

კომენტარები