პუტინის რუსეთი

რუსეთის შსს-მ მეტროს ავტორზე, მწერალ დმიტრი გლუხოვსკიზე ძებნა გამოაცხადა

DW

ოპოზიციურმა რუსულმა გამოცემამ Медиазона შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში, მწერალ დმიტრი გლუხოვსკის ძებნაზე გაცემული დოკუმენტი აღმოაჩინა.

რუსეთის შშს-ს ბაზაში მითითებულია, რომ გლუხოვსკი სისხლის სამართლის დანაშაულის საქმეზე ფედერალურ ძებნაში იმყოფება. დოკუმენტში არ არის დაზუსტებული საქმის დეტალები.

გლუხოვსკის ეკუთვნის პოსტაპოკალიპტიკური რომანების სერია მეტრო. წიგნებმა ავტორს საერთაშორისო პოპულარობა მოუტანა. რომანების მიხედვით შექმნილია ასევე რამდენიმე კომპიუტერული თამაში.

მწერალი ომის დაწყების დღიდან აკრიტიკებდა ვლადიმირ პუტინს და რუსეთის ხელისუფლებას.

"რაც ახლა უკრაინაში ხდება, ომია. რუსული მედიები იყენებენ სიტყვას "სპეცოპერაცია" და ერიდებიან სიტყვა "ომს". ეს არის ნამდვილი ომი, ტერიტორიაზე შეჭრილია ტანკები, ქვეითი ჯარი, დესანტი, ავიაცია, ორივე მხრიდან არის დიდი მსხვერპლი, ბომბები ეცემა საცხოვრებელ სახლს და იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა.

რუსეთი ვერაგულად დაესხა თავს უკრაინას, ჩვენი მთავრობა არაერთხელ დაგვპირდა, რომ უკრაინასთან ომს არ დაიწყებდა. მიუხედავად დაპირებისა, ყველა მხრიდან შეუტია, ეს იყო წინასწარ დეტალურად შემუშავებული ოპერაცია. უკრაინის საზღვართან თვეების განმავლობაში ხდებოდა ჯარის მობილიზაცია, რუსეთი ამტკიცებდა, რომ ეს იყო წრთვნები. ჟირინოვსკის წამოსცდა მოსალოდნელი ომის შესახებ, ის ჯერ კიდევ დეკემბერში დუმაში ლაპარკობდა შესაძლო თავდასხმაზე". – ამ სიტყვებით გამოეხმაურა მწერალი უკრაინაში რუსეთის ინტერვენციას.

კომენტარები