ჯონი დეპი VS ამბერ ჰერდი

ადვოკატის თქმით, ამბერ ჰერდი ჯონი დეპს კომპენსაციას ვერ გადაუხდის

Deadline

ამბერ ჰერდის ადვოკატის, ელეინ ჩარლსონ ბრედჰოფტის თქმით, მის კლიენტი ვერ შეძლებს სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის გადახდას. სასამართლომ ჰერდს ყოფილი ქმრისთვის, ჯონი დეპისთვის 15 მილიონი დოლარის გადაახდა დააკისრა.

ფინანსური ექსპერტები ბრედჰოფტის აზრს იზიარებენ. სასამართლო დავის შემდეგ მსახიობის კარიერას და რეპუტაციას დიდი ზიანი მიადგა. 

"ჰერდს ჰოლივუდისკენ მისასვლელი გზა აღარ აქვს. როდესაც ფილმს იღებთ და მსახიობს არჩევთ, მასზე შეაჩერებთ არჩევანს? გაიხსენეთ რა მოხდა მეორე აქუამენის გადაღებებზე". – ამბობს ასევე პიარის ცნობილი სპეციალისტი მარკ ბორკოვსკი.

აქუამენი 2-დან ჰერდის რამდენიმე სცენა ამოიჭრა. "მას და ჯეისონ მომოას თითქმის არ ჰქონდათ ეკრანული ქიმია". – ამ სიტყვებით ახსნა შემცირებული საეკრანო დრო Warner Bros.-ის ხელმძღვანელმა უოლტერ ჰამადამ.

ადვოკატის აზრით ჰერდს პრობლემის გადაჭრის მხოლოდ სამი გზა აქვს: სააპელაციო სასამართლო, თანხის შემცირების მოთხოვნა სასამართლოს გზით, უძრავი ქონების გაყიდვა.

კომენტარები